შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, უკრაინის დროშით მცურავი გემი ,,SELIM-1" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, II სამმართველოს (დასავლეთი) უფროსის დადგენილებით დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა გადახდილი ბიუჯეტის სასარგებლოდ. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.