28 აპრილს, 19:45 საათზე, რუსთაველის თეატრში ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინას ელენე გლურჯიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
საბალეტო წარმოდგენაში მონაწილეობს ივან პეტროვი- პრემიერი და პროდიუსერი.
პროგრამაშია ა.გლაზუნოვის "რაიმონდა" და "მარგარიტა და არმანი" ბალეტი ერთ მოქმედებად.
"რაიმონდა" მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიის მიხედვით დადგა ნინო ანანიაშვილმა და ალექსეი ფადეეჩევმა. ხოლო ბალეტის "მარგარიტა და არმანი" პრემიერა თბილისში გაიმართა 2008 წლის 9 მაისს. ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფია დამდგმელი ბალეტმაისტერი გრანტ კოილი (ინგლისის სამეფო ბალეტი).
ელენე გლურჯიძე 2002 წლიდან ინგლისის ნაციონალური ბალეტის დასის პრიმა-ბალერინაა. მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები ბალეტებში : „ჟიზელი", „დონ კიხოტი", „მძინარე მზეთუნახავი", „მანონი".
ივან პუტროვმა საბალეტო განათლება კიევის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ინსტიტუტში და ინგლსისის სამეფო ბალეტის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც ენტონი დაუელის მიწვევით სამეფო ბალეტის დასს შეუერთდა, სადაც სამ სეზონში პრემიერი გახდა.
პუტროვის რეპერტუარშია წამყვანი როლები ისეთი ქორეოგრაფების ბალეტებში, როგორებიც არიან კენ ეტ მაკმილანი, ფრედერიკ ეშტონი, ჯორჯ ბალანჩინი, მიხეილ ფოკინი, გლენ ტეტლი, ჯონ კრანკო, ავგუსტ ბურნონვილი, ჯერომ რობინსი, გერმან ზამუელი, უილიამ ფორსაიტი, ირჟი კილიანი, რასელ მალიფანტი, ხავიერ დე ფრუტოსი, ნაჩო დუატო და უეინ მაკგრეგორი.
ღონისძიების მხარდამჭერია ბრიტანეთის საბჭო.