25 ოქტომბერს, 20:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში რივერდანსი წარმოადგენს ირლანდიურ სპექტაკლს, შოუს, რომელიც ტრადიციული ირლანდიური სტეპის ცეკვისა და კელტური მუსიკის სინთეზია. რივერდანსი პირველად 1994 წლის ევროვიზიაზე გამოჩნდა, როდესაც პაუზის შესავსებად მოწვეულნი იყვნენ მოცეკვავე მაიკლ ფლეტლეი და მისი რამოდენიმე თანამოაზრე. რამოდენიმე თვეში ირლანდიური ცეკვის ეს უძველესი სტილი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. თუმცაღა რამოდენიმე თვეში მაიკლ ფლეტლეი რივერდანსელებს გამოეყო და საკუთარი „Lord of Dance" შექმნა.
„ Magic of the Dance" მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი და დინამიური შოუა, სადაც რივერდანსელი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კოლეტ დანი, ქეირენ მეგვაიერი, გვენი ლუდვიგი, დერმოთ ქალენი და დენის დანი წამყვან პარტიებს ცეკვავენ.
სოლისტი ქეირენ მეგვაიერი თექვსმეტი წლის ასაკიდან რივერდანსის ერთ-ერთი დამაარსებლის კოლინ დანის ღირსეული პარტნიორი და წამყვანი მოცეკვავეა.
ირლანდიური ცეკვების დიდოსტატისა და „All Ireland Champion"-ის ტიტულის მფლობელი გახლავთ „Magic of the Dance" -ის კიდევ ერთი ვარსკვლავი კოლეტ დანი.
ქალენ დერმოთი კი 2004 წლის ირლანდიური სტეპ-ცეკვის მსოფლიო ჩემპიონია.
„Magic of the Dance" ცეცხლოვანი რითმებით მაყურებელს გრძნობათა სამყაროში იტაცებს და ამერიკაში ემიგრაციაში წასვლის წინა დღეს გამოსამშვიდობებელ ზეიმზე შეხვედრილი ორი ახალგაზრდის სასიყვარულო ისტორიას უამბობს.