დღეს, 23 აპრილს, 14:00 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ქართველი სპეციალისტების მიერ იშხანზე შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.
სამინისტროს ინფორმაცით, პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, იშხნის სამონასტრო კომპლექსში მყოფი ოფიციალური დელეგაციის წევრები, დარგის სპეციალისტები.
ქართულმა დელეგაციამ მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც ყველა პროცედურის დაცვით ოფიციალურ ანკარაში იქნება გადაგზავნილი. ამ ეტაპზე იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებში უკვე ჩართულნი არიან ადგილობრივი არქეოლოგები და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაობის პროცესი გარკვეულწილად მოქცეულია სიძველეთა დაცვის შესაბამის ჩარჩოებში.