აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ევროპული იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს. კამპანია ,,აცერი და დაიცავი" მიმართულია საქართველოს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით მშობლებზე, ვაქცინაციაზე პასუხიდმგებელ სამედიცინო პერსონალსა და ოფიციალურ პირებზე.
კვირეული ტარდება ქვეყნის მასშტაბით. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო სახის შეხვედრები აჭარის მუნიციპალიტეტებში, დარიგდება საგანმანათლებლო მასალა იმუნიზაციაზე (მათ შორის წითელასა და როტავირუსზე), მომზადდება სატელევიზიო მიმართვები.
დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ ხულოს მუნიციპალიტეტის აცრებზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალთან და მოსახლეობასთან. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წითალს ვაქცინაციასა და როტავირუსული ვაქვინის მნიშვნელობას.
საქართველო, როგორც ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან.
იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი უდიდესი მიღწევაა და ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის, სიბრმავის, ინვალიდობის, ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის სხვა მძიმე დარღვევებისაგან.
საქართველოში აცრები ტარდება შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად. ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების კალენდრის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 დაავადების: ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურის, ყბაყურის, ბ ჰეპატიტის, ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცასა და როტა ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას."