გამთენიისას გუდაური-კობი-ლარსის მიმართულებით გზის სავალ ნაწილზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემები შეექმნა.
ამ დროსათვის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
ქვების ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.