რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით აქციამ უკვე მეორე გადაიწია და ის 19 მაისს ჩატარდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, ღონისძიება კვლავ სპორტის სასახლეში გაიმართება.
,,რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით აქცია 19 მაისს გაიმართება. ამ თარიღის გამოცხადებას, ხვალ სამშაბათს ვგეგმავთ, რადგან ეს მოვლენა გარკვეულწილად გადაფარა 19 აპრილის აქციამ",- განაცხა ნანა კაკაბაძემ, რომელიც ,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას რატომ გადაიწია აპრილის თვეში დაანონსებულმა აქციამ მაისში ასე პასუხობს.
,,ეს აქცია 14 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გვითხრეს, რომ საფრთხე იყო მოსალოდნელი, რომ ჩვენი აქცია პროვოკაციისთვის ყოფილიყო გამოყენებული, ამიტომ თავი ავარიდეთ ამ პროვოკაციებს", -განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით ყოფილი პოლიტპატიმრების ინიციატივით სპორტის სასახლეში, აქცია ჯერ 14 აპრილს უნდა გამართულიყო, ხოლო შემდეგ ღონისძიებამ 21 აპრილისთვის გადაიწია.