22 აპრილს 9:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია" იხსნება შიდა აუდიტის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო პროფესიონალთა გაერთიანების, PEMPAL-ის რიგით 23-ე პლენარული შეხვედრა.
შეხვედრას 22 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი გახსნის.