დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღნიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. „დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-ამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე იღებს მონაწილეობას. დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
საქართველოში „დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
წელს საქართველოში დედამიწის დღის აღნიშვნაში აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა გარემოს დაცვითი ორგანიზაციები. დაგეგმილია მრავალი ღონისძიების გამართვა.