დღეს, 21 აპრილს, 20:00 საათზე, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა კონცერტს გამართავს. ღონისძიება საქართველოს საგუნდო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში საინტერესო ფორმატით კონცერტი - საუბარი ჩატარდება. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება კითხვები დაუსვას და გაესაუბროს მათთვის საინტერესო თემებზე კონცერტის დირიჟორს, კაპელის დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს გურამ ყურაშვილს.
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება სტილისტურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი აკადემიური რეპერტუარი.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.