ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სტაფილო შეიძლება გახდეს მძლავრი იარაღი პროსტატის კიბოსთან ბრძოლაში.
იორკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა პროფესორ ნორმან მაიტლანდის ხელმძღვანელობით გამოარკვია, რომ А ვიტამინით მდიდარ ყოველდღიურ რაციონს შეუძლია დაამარცხოს პროსტატის კიბო.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ А ვიტამინის წარმოებული -რეტინოლის მჟავა -ამცირებს კიბოს უჯრედების უნარს გავრცელდეს ორგანიზმის ჯანსაღ ქსოვილზე.
"ამ შემთხვევაში საუბარია პროფილაქტიკაზე და არა მკურნალობაზე, მაგრამ ამ გზით შესაძლებელია კიბო გახდეს ნაკლებ აგრესიული და შეწყვიტოს გავრცელება", - განმარტავს მაიტლანდი.
А ვიტამინის კავშირი პროსტატის კიბოსთან დიდი ხანია ცნობილია, თუმცა მისი მექანიზმი ამ დრომდე გაურკვეველია. А ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთი პროდუქტები როგორიცაა სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ასევე კომბოსტო და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეული.
ონკოლოგიური დაავადებით გარდაცვლილი მამაკაცების 10% წინამდებარე ჯირკვლის კიბოზე მოდის.
მისი განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ასაკი, გენეტიკური მიდრეკილება და ნუტრიენების დისბალანსი.
მასალის გამოყენების პირობები