რიჰარდ ვაგნერის 200 წლის საიუბილეოდ ბაზარზე მრავალი ახალი წიგნი გამოვიდა, მათ შორისაა მისი შვილთაშვილის გოტფრიდ ვაგნერის ნაწარმოები. უკვე პირველივე ფურცლებიდან ჩანს,რომ ის დღესასწაულს ნეგატიურ ნოტებს შესძენს.
"მე მგონია, რომ ვაგნერის მსოფლმხედველობა, რომელმაც გავლენა იქონია მის ცხოვრებაზე, ნაშრომებზე და ოპერაზე შეუთავსებელია ადამიანური ეთიკის საფუძვლებთან. იგი სავსეა რასიზმით, ქალისადმი ზიზღით, ნარცისიზმით და ცხოვრების უარყოფით", - წერს კომპოზიტორის შვილიშვილი.
გოტფრიდ ვაგნერმა 2010 წლის ფესტივალის ხელმძღვანელის გოტფრიდ ვაგნერის ვაჟმა -ოთხმოცდაათიან წლებში გამოსულ ავტობიოგრაფიულ წიგნში "ის ვინც არ ყმუის მგლებთან ერთად" ანგარიში გაუსწორა საკუთარ ოჯახს და გამოთქვა საყვედურები ნაცისტებთან გადამეტებულ კავშირზე.
ახალ წიგნში ''და არ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემს წინაშე. რიჰარდ ვაგნერი - დანაღმული ველი" იგი კვლავ უბრუნდება ამ თემას.
ამჯერად , მისი დიაგნოზი გაცილებით ღრმაა, იგი აკრიტიკებს ვაგნერის ნაშრომებს და კომპოზიტორის პიროვნებას - "ვაგნერი იყო გაქსუებული, რომელიც სძალავდა სხვებს ფულს. იგი სხვების ხარჯზე ცხოვრობდა რათა საკუთარი ღვთაებრივობის და საკუთარი ნაშრომების ღვთაებრივობის დემონსტრირება მოეხდინა. საკუთარი კარიერისთვის იგი ინტრიგებსაც არ ერიდებოდა. ქალებისგან კი უსიტყვო მორჩილებას ელოდა".