დღეს, 20 აპრილს, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში დაგეგმილ თანამედროვე მუსიკის ფესტივალის `კონტრაპუნქტის~ საზეიმო გახსნაში მსოფლიოს აღიარებული სოლისტი, ბერლინის, ვენის, ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრების უცვლელი სოლისტი, 2013 წლის "გრემის" მფლობელი - კიმ კაშკაშიანი (ალტი) მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სოლისტი ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი და თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ალტისტი - გიორგი ცაგარელი, რომელიც ამავე დროს ფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელიც გახლავთ.
ფესტივალის კონცეფციის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.ფესტივალი 2007 წელს დაფუძნდა და წელს უკვე მეხუთედ იმართებაპროექტის მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
.კონტრაპუნქტი N5 ეძღვნება ვაჟა აზარაშვილისა და სომეხი კომპოზიტორის - ტიგრან მანსურიანის შემოქმედებას. მანსურიანს ქართველი მსმენელი კარგად იცნობს სერგო ფარანაჯანოვის ფილმებიდან, რადგან იგი წერდა მუსიკას დიდი რეჟისორის შედევრებისთვის. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 3 კონცერტი და შესრულდება ორივე კომპოზიტორის კამერული და სიმფონიური თხზულებები, გაიმართება ნაწარმოებების თბილისური პრემიერა.
მასალის გამოყენების პირობები