სახალხო დამცველი დასავლეთ საქართველოში შეხვედრებს აგრძელებს. ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველი ოზურგეთს ეწვევა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და „ლიდერთა სკოლის" აღსაზრდელებს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ახალგზარდა პედაგოგთა კავშირის ოფისში (მის: გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #3ა). „ლიდერთა სკოლის" მოსწავლეებს სახალხო დამცველი 10 საათზე შეხვდება და 11 საათზე კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.
მასალის გამოყენების პირობები