საქართველოში A/H1N1-ის ვირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური ინფორმაციით, ვირუსი ამჯერადაც იმპორტირებულია. ის 17 წლის სპორტსმენს აღმოაჩნდა, რომელიც თბილისში შვედეთიდან დაბრუნდა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობის კურსს სახლში გადის.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, იგივე დიაგნოზი თბილისში ჩამოსულ ამერიკელ ქალბატონს დაუდგინდა, რომელიც იმ გადამღები ჯგუფის წევრი იყო, რომელიც საქართველოში ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა. მან ქვეყანა უკვე დატოვა.
სულ საქართველოში ვირუსის უკვე 25 შემთხვევაა გამოვლენილი.
ცნობილი ხდება, რომ ნოემბრის დასაწყისში საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ამ ვირუსის გარკვეული რაოდენობის ვაქცინას მიიღებს, რომელიც მოსახლეობას უფასოდ გაუკეთდება.