უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, შესაძლოა 28 აპრილს, ბზობის დღეასასწაულზე ციხიდან გაანთავისუფლონ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას, ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან სატელეფონო საუბრისას, ფულემ აღნიშნა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა შესაძლოა 28 აპრილს იულია ტიმოშენკო შეიწყალოს". განაცხადა იური ლუცენკომ.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო პატიმრობიდან გაანთავისუფლა. 8 აპრილს კი ვიქტორ იანუკოვიჩს, იულია ტიმოშენკოს ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალებით კიდევ ერთხელ მიმართეს.