დღეიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ორი დღის განმავლობაში იწვიმებს და იქროლებს ძლიერი ქარი. შესაძლებელია თოვაც.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, ტემპერატურა დედაქალაქშიც დაიკლებს, თუმცა აქ მშრალ, მაგრამ ქარიან ამინდს ელოდებიან.
ნალექი და დაბალი ტემპერატურა საქართველოში ორი დღე გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 თებერვლიდან ისევ გამოიდარებს.