თბილისის მერიის ინიციატივით, 27 აპრილიდან ყოველ შაბათს, თბილისის სხვადასხვა დასასვენებელ პარკებში გასართობი კონცერტები გაიმართება.
აღნიშნულ პროექტს თბილისის მერია უკვე 3 წელია, ყოველ გაზაფხულზე ახორციელებს. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის "ბიგ ბენდი", გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, სოფო ბედიაშვილი, მაია ბარათაშვილი, მარიამ პავლიაშვილი და ბორის ბედია.
პროგრამა:
მუშტაიდის პარკი - 27 აპრილი 15:00
ალექსანდროვის ბაღი -11 მაისი 15:00
რიყის პარკი - 18 მაისი 15:00
დედაენის ბაღი - 25 მაისი 15:00
გლდანის პარკი -1 ივნისი 15:00
ვერის ბაღი - 8 ივნისი 15:00
მზიური -15 ივნისი 15:00
მთაწმინდის პარკი - 23 ივნისი 15:00