თბილისის საკრებულოში ხუთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკოორდინაციო ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნეს.
ინტერფრაქციული ჯგუფის მთავარი მიზანი თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ფრაქციები: "ქართული ოცნება - თბილისი", "ქართული ოცნება - თბილისელები", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "თავისუფლება", "დამოუკიდებელი დემოკრატები".
ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ფრაქციების ერთობის მთავარი პრინციპი არის გადაწყვეტილებების მიღება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური და სხვა საკითხების ეფექტურად განხორციელებას თბილისის საკრებულოში.