გალერეა "შარდენში" ჯელამ კუხალაშვილის პერსონალური გამოფენა "ნოსტალგია" მიმდინარეობს.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ 80-იან წლებში შესრულებული ფერწერული ნამუშევრებია წარმოდგენილი.
ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრები დაცულია: საქართველოს თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმი,კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, თბილისი, საქართველო. ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა, მოსკოვი, რუსეთი. კერძო კოლექციები: აშშ - ბილ ჯოელის, სტენლი სტალკოტის კოლექციები; რუსეთი; გერმანია; პოლონეთი; ჩეხეთი; იტალია; უნგრეთი; ისრაელი.
გამოფენა გალერეა "შარდენში" 26 აპრილამდე გაგრძელდება.