საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას და სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ლონდონში გრძელდება.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მრჩეველი თეონა დოლენჯაშვილი და ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი ლონდონის წიგნის ბაზრობის დირექტორს ჟაცკს თჰომას-ს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომელიც მომავალ წელს საქართველოს უფრო მასშტაბურად წარდგენას შეეხება ლონდონის წიგნის ბაზრობაზე. ასევე, შედგა შეხვედრა ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარესთან ჟასონ Oსბორნ-თან, სადაც განიხილეს 2013 წლის შემოდგომაზე, Riverside Studios-ს ქართული ფილმის ფესტივალის საკითხი და სხვა ერთობლივი პროექტები.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი პირველად გაიხსნა. სტენდზე დაახლოებით თხუთმეტი ქართული გამომცემლობის წიგნებია წარმოდგენილი, მათ შორის: "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", "დიოგენე", "ქარჩხაძის გამომცემლობა", "სიესტა", "ლოგოს პრესი", "კლიო" და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები