23-26 აპრილს, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" მე-8 თბილისის მოდის კვირეული გაიმართება.
შემოდგომა-ზათრის სეზონის კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე 20-მდე დიზაინერი წარადგენს: საზღვარგარეთ მოღვაწე დიზაინერები რია ქებურია და გიორგი შაღაშვილი, ეკა ბალანჩივაძე, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, ატელიე 10ა, ატელიე კიკალა, ატელიე დალოოდი, ატელიე მატერია, ტატუნა ნიკოლაიშვილი და ავთანდილ ცქვიტინიძე. დიზაინერები სიმონ მაჩაბელი და თამარა კოპალიანი (პეპელა) პრეფომანსებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართება დამწყებ დიაზინერთა კონკურსი "New Comers Day", რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.
თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება სამი უცხოელი დიზაინერის ჩვენება - აინურ ტურისბეკ, უკრაინიდან კსენია შნაიდერი და ამერიკელი მარკ ბაუერის წვეულება, რომელზეც მისი ბოლო კოლექციიდან რამდენიმე კოსტუმს ქართველი მოდელები წარმოადგენენ .
კულტურისა და ძელთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე მასტერკლასი და მრგვალი მაგიდა გაიმართება.
თბილისის 4 დღიან მოდის კვირეულს უამრავი უცხოელი სტუმარი ეყოლება: ფრანგული სააგენტო "Paris Planet Fashion" დამფუძნებელი - ფაროუკ ჩექოუფი, მოსკოვიდან "ბიურო 24/7" მთავარი რედაქტორი, მილანელი ფეშენ აიქონ - ჯიანი ფონტანა, იტალიელი ფოტო ფეშენ ბლოგერი ჯანლუკა სენესე, აზერბაიჯანიდან ჟურნალების "L Officiel" და "ნარგიზის" მთავარი რედაქტორები, თურქეთიდან ჟურნალი "OK", სტამბულის მოდის კვირეულის ორგანიზატორები.
თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატპორია კომპანია ჯეოფეშენი, ხოლო მხარდამჭერები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და თბილისის სამხატვრო აკადემია.