აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრი „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით 18 აპრილს, 13:00 საათზე, პროექტის „ვამრავლოთ მამულში სიტყვა ქართული" ფარგლებში, დედაენის კვირეულის დახურვა გაიმართება. ღონისძიებას ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლა უმასპინძლებს. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ლიტერატურული კომპოზიციები, საქართველოს კუთხეების ადათ-წესებისა და ჩვეულებების ფოლკლორული გამოხატვა. ღონისძიების პარალელურად მოეწყობა ბავშვების ნახატების, ასევე აფხაზეთის ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
საღამოს დასასრულს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
დედაენისადმი მიძღვნილი კვირეული 14 აპრილს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიხსა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მოანაწილეობა მიიღეს აფხაზეთის, სოფელ მამხუტის, სოფელ ვარიანისა, არქევანის საჯარო და კახის რაიონის (საინგილო) სკოლის მოსწვალეებმა.
პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს,
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ,,ქურმუხელის" მხარდაჭერით ხორციელდება.