აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, სადაც იგი მოხსენებით გამოვიდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „გეოპოლიტიკა და ევრაზიის ენერგო რესურსების პერსპექტივები".
კონფერენციაზე მან ისაუბრა სამხრეთ დერეფანში არსებულ ნავთობისა და გაზსადენების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს გავლით მომავალი გაზსადენის შესაძლებლობების პერსპექტივებზე.
ასევე დაგეგმილია დავით ონოფრიშვილის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში, სადაც საუბარი იქნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ტომ პრაისს, კონგრესმენებს პიტერ როსკამს, ადრიან სმიტს და წარმომადგენლობითი პალატის სხვა წევრებს.
მასალის გამოყენების პირობები