სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა, ვენესუელის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლა მადუროს გამარჯვება მიულოცა.
ოფიციალურ მისალოც ბარათში, პრეზიდენტი ვენესუელასა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას იმედოვნებს.
„ჩემი და სამხრეთ ოსეთის ხალხის სახელით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას გულწრფელად გილოცავთ. იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი მმართველობის დროს, ვენესუელასა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება" ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ვენესუელამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.