სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის ნუკრი კოპალიანის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - „სისტემის ორგანოდან დათხოვნა".
"ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ნუკრი კოპალიანი 2011-2012 წლების პერიოდში #15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავდებულებს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ახდენდა მათზე ძალადობას და არღვევდა მსჯავდებულთა უფლებებს.
აღნიშნული დადასტურდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ორი და #1 დაწესებულების ერთი მსჯავდებულის ახსნა-განმარტებით"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.