ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ პროფკავშირების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების ნაწილს აპროტესტებენ.
მათი თქმით, ცვლილებებიდან აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული პუნქტი, რომელიც დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, სხვა ობიექტური მიზეზების გამო გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, გარდა ამისა გაიზარდოს დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა და განსხვავებული ტარიფით იქნას ანაზღაურებული ღამის საათებში შესრულებული შრომითი საქმიანობა.
პროფკავშირების აქციას სამთო მეტალურგთა და ქიმიური პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.