ვისბადენის კინოფესტივალი go East ქართული კინოს დიდი წარმატებით დასრულდა.
ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმმა "გრძელი ნათელი დღეები" კინოფეტსივალზე მთავარი პრიზი აიღო. ფულადი ჯილდო შეადგენს 10 000 ევროს.
ბერლინალეს და ჰონგკონგის ფესტივალების შემდეგ ეს ფილმისთვის მორიგი გამარჯვებაა. ქართული ნამუშევარი, რომელიც თბილისში მძიმე 90-იანი წლების ფონზე თინეიჯერების ცხოვრებას ასახავს, საფესტივალო ცხოვრებას აგრძელებს.
ვისბადენის კინოფესტივალზე go East ასევე გამოვლინდა ორი გამარჯვებული ქართული კინოპროექტი, რომლებიც ნომინირებული იყო რობერტ ბოშის ფონდის 2013 წლის პროგრამაში - კოპროდუქციის პრიზზე. ეროვნული კინოცენტრის და ბოშიოს ფონდის ერთობლივი ტრეინინგის შედეგად ამ ნომინაციაში ახალგაზრდა რეჟისორის და ანიმატორის - დათო კიკნაველიძის და პროდიუსერის - ლელა აქიაშვილის ანიმაციური ფილმის პროექტი "ჯინო" და სალომე ჯაშის ფილმის პროექტი პირობითი სათაურით "სადგური". გერმანული მხრიდან პროექტის პროდიუსერია ურტე ფინკი.
ქართული პროექტები ჟიურიმ საუკეთესოებად აღიარა დაRobert Bosch Schtiftung Prize-ით დაჯილდოვდა.
თითო პროექტის ავტორებმა ფილმის გადასაღებად ბოშის ფონდისგან 70 000 ევრო მოიპოვეს.