დღეს, 22 თებერვალს, გლდანის რაიონს ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თელასიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი მაღალი ძაბვის საკვანძო გამანაწილებელ ქვესადგურ "გლდან 220-ში" დაგეგმილი სამუშაოებია.
პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება გლდანის I, VII და VIII მიკრორაიონების, მოსულიშვილისა და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგია გაეთიშება გლდანის საპყრობილესა და რადიოქარხანასაც.