დღეს, 17 აპრილს, 17:00 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმში მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მხატვართა ნამუშევრების ექსპოზიციით გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 200-მდე მხატვრის შემოქმედება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხატვართა კავშირი 1933 წელს შეიქმნა თბილისში, აერთიანებდა მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს.
ქართველი მხატვრები, სიონის 8-ში მდებარე, საქართველოს ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზ "ქარვასლაში" გამოფენენ გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგში - თექაში, ბატიკაში, მინანქარში, გობელენში, შესრულებულ ნამუშევრებს.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება 23 აპრილამდე 20-მდე ქართველი გარდაცვლილი მხატვრისა და 180-მდე თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს გაეცნოს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ნანო ჩოტკოველი(კერამიკა),გოგი ქართველიშვილი(კერამიკა),მედეა ჩიხლაძე (ბატიკა),გია იაშვილი (კერამიკა)რაისა ეკალაძე (კერამიკა),გულიკო ჭუმბაძე(დეკორატიული მინა),ეკატერინე აბესაძე(მინანქარი) ნამუშევრები.
საქართველოს სამხატვრო კავშირის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები სახვითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენების ციკლით გაგრძელდება და მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება.