დღეს, 17 აპრილს, 14:00 საათზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჟურნალისტებს შეხვდება.
აღნიშნული შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან სასტუმრო "ამბასადორში", პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში გაიმართება. ზაქარეიშვილი სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე ისაუბრებს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.