დღეს, 17 აპრილს, იშხნის სამონასტრო კომპლექსში ქართველი და თურქი სპეციალისტების მონაწილეობით პირველ ოფიციალური სამუშაო შეხვედრა გაიმართება .
აღნიშნული გადაწყვეტილება ანკარაში, კულტურის მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მიადგილე ოზგურ ოზასლანის ოფიციალური შეხვედრის დროს მიიღეს.
მარინე მიზანდარი ანკარაში 12 აპრილს გაემგზავრა. მან შეხვედრები იშხნის რეაბილიტაციასთნ დაკავშირებით გამართა.
ქართული მხარე იშხანზე მიმდინარე სამუშაოებში ქართველი ექსპერტების ჩართვას ითხოვდა, რაც ამ დროისთვის, დაკმაყოფილებულია.