დღეს, 17 აპრილს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. № 13) ბესო ხვედელიძე ლიტერატურულ საღამოს გამართავს.
ბესო ხვედელიძე დაიბადა 1972 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. შემდგომ კულტურის ინსტიტუტის ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტი (ხელმძღვანელი გივი ალხაზიშვილი); აგრეთვე - ქართულ-შვეიცარიული კინოსაპროდიუსერო კომპანია IFASC-ის კინოსასცენარო კურსი (2007-2009).
ავტორი თერთმეტი წიგნისა: "მინდვრის ყვავილები" - 2000 w.; "მედლის იქითა მხარე"- 2000 w.; "ჯადო" - 2002w.; "ძაღლური ცხოვრება" - 2004 w.; "ლბილი სევდის დედა" - 2004 w.; "გაფრინდინელა" - 2004 w.; "იხვის ტოლმა" - 2005 w.; "უზარმაზარი ბაზარი" - 2006 w.; "ესტაფეტა" - 2007 w.; "თაგვის გემო" - 2009 w.; "წითელი" - 2011 w..
ლიტერატურული ჯილდოები: 2002 w. - "პენ-მარათონი-2002" - სპეციალური პრიზი გენერალური სპონსორისგან; 2003 w. - ლიტერატურული კონკურსი "საბა" - ლაურეატი - პირველი ადგილი მოთხრობების კრებულთა ნომინაციაში; 2003 w. - ახალგაზრდა ხელოვანთა კონკურსი "წინანდალი" - კონკურსის სიგელის მფლობელი პროზის ნომინაციაში; 2004 - "პენ-მარათონი -2004" - ლაურეატი; 2007 w. - ლიტერატურული კონკურსი "წერო" - ლაურეატი; 2009 w. - რუსული ლიტერატურული ჟურნალის "ოქტიაბრის" პრემია - წლის საუკეთესო მოთხრობისთვის; 2010 w. - საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის "ლიტერატურული ხიდები" (აზერბაიჯანი) - ლაურეატი; 2010 - ლიტერატურული პრემია "ლიტ-სახელები" - ლაურეატი.
ბესო ხვედელიძე რედაქტორობს ლიტერატურულ ჟურნალსა "ლიტერატურული პალიტრა".
მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ, აზერბაიჯანულ, ლიტვურ და უზბეკურ ენებზე.