ცნობილი მუსიკოსი ელტონ ჯონი საკუთარ თავზე ფილმს გადაიღებს. ფილმს სახელად Rocketman შეურჩია ამავე სახელწოდების საკუთარი სინგლის პატივსაცემად ,რომელიც 1972 წელს გამოვიდა.
ფილმის სცენარს ლი ჰოლი დაწერს ცნობილი ფილმებიდან " ბილი ელიოტი" და "საბრძოლო ცხენი".
ლეგენდარული მუსიკოსის განცხადებით, მას სურს გადაიღოს სურეალისტური კინო, ამდენად მუსიკოსის ცხოვრების ისტორია ფილმში ერთხაზოვნად არ განვითარდება.
სავარაუდოდ, ფილმში იქნება ელტონ ჯონის მუსიკაზე შექმნილი ქორეოგრაფიული ნომრები.
მთავარი როლის შემსრულებელი ჯერ არ შერჩეულა, თუმცა ელტონ ჯონმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი ამ როლზე შესაფერის კანდიდატად ჯასტინ ტიმბერლეიკს მიიჩნევს.
ფილმს რეჟისორი მაიკლ გრეისი გადაიღებს, რომლისთვისაც მუსიკოსის ბიოგრაფია პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება.
ადრე მაიკლ გრეისი დაკავებული იყო სარეკლამო რგოლების დადგმით.
მასალის გამოყენების პირობები