სასჯელაღსულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ძველ ხელისუფლებაში დაპირისპირება არსებობს და ეს ფაქტია.
როგორც მან აღნიშნა, დაპირისპირების შესახებ უამრავი მასალა არსებობს.
"ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. რაც შეეხება დაპირისპირებას რაც არის ყოფილ ხელისუფლებაში, ეს არის ფაქტი. ამის შესახებ უამრავი სხვა მასალაც არსებობს და მათი საჯაროდ გამოქვეყნებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს თვითონ ნახავს საზოგადოება", - განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება ციხეში მიმდინარე ძველ მოვლენებს, სუბარის განცხადებით, ამაზე გამოძიება ძალიან მალე საბოლოო დასკვნას დადებს.
ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას წერილი გუშინ სოციალურ ქსელში გაჩნდა, რომელშიც ავტორი ციხის კადრების შექმნას, არჩევნებში დამარცხებასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სპეცოპერაციის დაგეგმვას "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ივანე მერაბიშვილს უკავშირებს.