17 აპრილს , 19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" გამომცემლობა „დიოგენეს" ახალი პროექტის - „ამერიკელები" პრეზენტაცია გაიმართება.
სერია „ამერიკელები" მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს.
ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა. სერიის ყველა წიგნი ქართულად პირველად გამოიცემა.