ამერიკულმა ერთ-ერთმა ავტო-კინოთეატრმა უცნაური ვაკანსია გამოაცხადა, კომპანია „შემშინებელს" ეძებს.
ავტო-კინოთეატრი აგვისტოში საშინელებათა ფილმების პრემიერას გამართავს, სწორედ ამ დროიდან ახალი პროექტი „გაიხედე ფანჯარაში" დაიწყებს ფუნქციონირებას.
იმისათვის რომ ფილმის ეფექტები უფრო მძრაფი იყოს, ავტო-კინოთეატრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მაყურებელი ცოცხალი „შემშინებლებით" შეაშინოს.
წინასწარი გათვლებით მაყურებლებისათვის საშინელებათა ფილმების ამ ფორმით მიწოდება ავტო-კინოთეატრს დიდ მოგებას მოუტანს.