დედაქალაქის მერი გიგი უგულავა თაბორის მთაზე, ფერისცვალების მამათა მონასტერს სტუმრობდა.
თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა ტაძრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაათვალიერა, მოგვიანებით კი იქვე არსებულ, ნარკომანთა სამკურნალო-სარეაბილიტაცი დაწესებულებაში მივიდა და ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფერისცვალების მამათა მონასტერი რამდენიმე წლის წინ აშენდა. მისი მოსაპირკეთებელი სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მარტში დასრულდება.
უგულავამ საჩუქარიც მიიღო. ტაძრის მოძღვარმა დედაქალაქის მერს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.