ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ, ხოლო რესპონდენტთა 8% მიაჩნია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2013 წლის 13 მარტიდან 27 მარტის პერიოდში. კვლევისას საქართველოს მასშტაბით 3 103 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +-2, 5%. NDI-ის კვლევა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ დააფინანსა, ხოლო კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.