ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეროვნული მნიშვნელობის საკითხად სამუშაოა ადგილები მიიჩნევა. კითხვაზე ,,რომელი ეროვნული საკითხებია თქვენი და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოანი? გამოკითხულთა 61% სამუშაოა ადგილებს ასახელებს, 34% ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რესპონდენტთა 32% ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2013 წლის 13 მარტიდან 27 მარტის პერიოდში. Kკვლევისას საქართველოს მასშტაბით 3 103 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +-2, 5%. NDI-ის კვლევა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ დააფინანსა, ხოლო კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.