თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმი "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს", რომელიც თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს, ბრაზილიის საერთაშორისო კინოფესტივალზეც გამარჯვებული გახდა.
ქართულმა ფილმმა მთავარი პრიზი დოკუმენტური ფილმის სექციაში აიღო.
თინა გურჩიანის დოკუმენტური ნამუშევრის პრემიერა თბილისში 11 აპრილს შედგა.