საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძულის სკორპიოსის ახალი მფლობელი ვინაობა გაირკვა. Forbes-ის ინფორმაციით, კუნძული რუსი მილიარდელის დიმიტრი რიბოლოვლევის ქალიშვილმა იყიდა. გამოცემის ინფორმაციით, რიბოლოვლევმა კუნძულში 100 მლნ დოლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ კუნძული გასაყიდად ბერძენი მილიარდელის არისტოტელე ონასის შვილიშვილმა გამოიტანა. სწორედ ამ კუნძულზე არისტოტელე ონასისმა ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის ქვრივზე, ჟაკლინ კენედიზე იქორწინა. თავად ონასისმა კუნძული 1963 წელს შეიძინა და მალე "სამოთხის ბაღად" გადააქცია.