პალესტინის პრემირ-მინისტრი სალიამ ფაიდი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმა მისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა, თუმცა უცნობი იყო დააკმაყოფილებდა თუ არა პრეზიდენტი გადადგომის თხოვნას.
სალიამ ფაიდის გადადგომის მიზეზად, პრემიერსა და პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შორის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირისპირება სახელდება. ლიდერებს შორის ურთიერთობა გასულ თვეში ფინანსთა მინისტრ ნაბილია კასისის გადადგომის შემდეგ გართულდა.
რამდენიმე დღის წინ პალესტინის პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს გადადგომისკენ მოუწოდა. ფაიადს აღნიშნული თანამდებობა 2007 წლიდან ეკავა. ახალი პრემიერის ვინაობა, სავარაუდოდ ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.