ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა. ტერაქტის შედეგად ორი მგზავრი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე კი დაშავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივ სამართალდამცავებზე დატყდნობით „ბიბისი" ავრცელებს.
"აეროპორტის მიმდებარედ რამდენიმე საეჭვო მანქანა გაჩერდა, როდესაც ჩვენმა წარმომადგენლებმა მათი შემოწმება დაიწყეს ორი ავტომანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაიღუპა" განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით ტერორისტების ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.