18 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრში პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ია შუღლიაშილი, ივიკო საყვარელიძე, ლიზა ბაგრატიონი, გივი ჭიჭინაძე, „ფორტე", ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, მურმან ჯინორია, თემურ წიკლაური, ირმა სოხაძე, ნუგზარ კვაშალი, ანსამბლები: „ქართული ხმები," „თბილისი", „შვიდკაცა".
პოეტი პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის შემოქმედება ორ სრულიად საპირისპირო განწყობას გადმოსცემს. ერთია მისი ტკივილიანი,ზოგჯერ ტრაგიკული ლექსები,რაც რთული,დრამატული ცხოვრების შედეგია და მეორე უდარდელი, ლაღი სიცოცხლით სავსე სასიმღერო ლირიკა,რომელიც ისე შეიყვარა და გაითავისა ქართველმა ხალხმა,რომ ხშარად ზოგი მათგანი ხალხური ჰგონია.
საღამო გაიმართება, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თანადაფინანსებით.