ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. კვლევა თემაზე - "საზოგადოების განწყობა საქართველოში" მარტში ჩატარდა. პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება, მხოლოდ მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდს მოიცავდა. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 3 103 მოქალაქე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).