დღეს, 15 აპრილს, 18 საათზე, გაიმართება „თავისუფლების დღიურების" მორიგი, მეშვიდე წიგნისა და მისი ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.
როგორც ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, „თავისუფლების დღიურები" რადიო თავისუფლების პროექტია. მის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში აწარმოებენ ჩანაწერებს, რომლებიც შემდგომ წიგნად იკინძება და ერთგვარად აჯამებს ყოველი წლის განვლილ 365 დღეს. „თავისუფლების დღიურები 2012"-ს, ისევე, როგორც მის ექვსივე წინამორბედს, 52 ავტორი ჰყავს.
„თავისუფლების დღიურების" წლევანდელი გამოცემა, რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის 60 წლის იუბილეს ეძღვნება.
პრეზენტაცია გაიმართება მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა N 3/5 (მელიქიშვილის გამზირის გადაკვეთაზე N 10); მე-3 სართული.