აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოში იმყოფება და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
აფხაზეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაცით, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხობის ყოფილი სპორტსკოლის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვახტანგ ყოლბაიას არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხობის სპორტკომპლექსის შენობას სტუმრობდა, სადაც დევნილებმა საკანალიზაციო მილებისა და ფართით დაკანონების პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართეს.
,, მინდა დევნილ მოსახლეობას ბოდიში მოუხადო იმის გამო, რომ აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ . მე ადგილზე გავეცანი მათ მდგომარეობას და მინდა გითხრათ, რომ საქმე წინ დიდად არ წაწეულა. მიუხედავად ამისა, ის პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ არის აბსოლუტურად მოგვარებადი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი სოციალური პირობები და საერთო მდგომარეობა საგრძნობლად იქნას გაუმჯობესებული. გამოვიყენებთ ყველა რესურსს დევნილების დასახმარებლად. ამ ხალხს სჭირდება მეტი ყურადღება და აქტიური კომუნიკაცია ,"-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
დღესვე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხობის კოლხეთის მეურნეობაში ჩასახლებულ დევნილებსაც შეხვდა.