საფრანგეთის ციხიდან, 40 წლის ალჟირული წარმოშობის რედუან ფაიდი გაიქცა. პოლიცია ცნობილ კრიმინალს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.
პატიმარმა ციხიდან გაღწევა, საპყრობილის ხუთი კარის აფეთქების შემდეგ მოახერხა, მანამდე კი ციხის ოთხი თანამშრომელი ტყვედ აიყვანა. შენობის დატოვების შემდეგ 40 წლის რედუან ფაიდმა პატიმრები გაათავისუფლა, თვითონ კი მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა.
ფრანგული პროკურატურა მას განსაკუთრებით საშიშ პატიმრად მოიხსენიებს და გაქცეულის ძიების პარალელურად არკვევს, საპყრობილეში დამნაშავეს ასაფეთქებელი მოწყობილობა საიდან აღმოაჩნდა.