სომალში სასამართლო შენობაზე შეიარაღებულ თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამავდროულად აეროპორტის შენობის მიმდებარედ დანაღმული მანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, პარალელურად მესამე თავდასხმაც მოხდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ტერორისტთა ვინაობა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისინი ისლამური ბოევიკების დაჯგუფება შაბაბის წევრები არიან, რომლებიც ალ ქაიდას მოკავშირეებად ითვლებიან.